„ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს ფუნდამენტური უფლებები წაართვეს“

ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს წაართვეს ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის წინაშე არსებული ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში შექმნილი სიტუაციაა „საქართველოში კონფლიქტის ზონაში ადამინის უფლებების დარღვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ე.წ. “ბორდერიზაციაა”, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის ხაზის გასწვრივ შექმნილი ხელოვნური დაბრკოლება, რომელმაც გაყო ოჯახები და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვნად დააზარალა.
ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს წაართვეს ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება, საკუთრების უფლება, ოჯახური ცხოვრების, განათლების, მშობლიურ ენაზე საუბრის უფლებები, ასევე სხვა სამოქალაქო და ეკონომიკუირ უფლებები“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები