გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი არჩევნები, რომლის შედეგებიც პროგნოზირებადი არ უნდა იყოს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს სჭირდება არჩევნები, სადაც არ ხდება ცენზურა ახალ ამბებზე და სადაც თითოეული კანდიდატისთვის ხმის მიცემის საკითხს ადამიანებს ვიღაც არ უბრძანებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2012 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში ჩატარდა თავისუფალი არჩევნები.
”ჩვენ მივდივართ წინ, მიუხედავად გარკვეული გარე თუ შიდა პრობლემებისა. 2012 წლამდე ხდებოდა რეჟიმების შეცვლა საქართველოში, მაგრამ არა არჩევნების გზით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 2012 წელს ქართველმა ხალხმა მიაღწია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას, რაც გაუტოლდა რეჟიმის ცვლილებას. 2012 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში თანასწორ გარემოში ჩატარდა თავისუფალი არჩევნები, ადგილობრივი და საპრეზიდენტო. წელს კი ამას შეავსებს საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი არჩევნები, რომლის შედეგებიც, რასაკვირველია, პროგნოზირებადი არ უნდა იყოს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ელოდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელებას.
მთავრობის მეთაურის თქმით, არჩევნები, რომელიც 2016 წელს გაიმართება, უნდა იყოს გამჭვირვალე, თანაბარ გარემოში წარმართული.
”ჩვენ გვსურს, რომ თქვენც აღიაროთ ის შედეგები, იმის მიუხედავად, რა იქნება ის”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები