გიორგი კვირიკაშვილი: სახელმწიფო ვერ იქნება თავისუფალი, თუ მოქალაქეებს ღირსეულად ცხოვრების საშუალება არ ექნებათ

სახელმწიფო ვერ იქნება თავისუფალი, თუ მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა, იცხოვრონ ღირსეულად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ევროპელობა არ გულისხმობს მხოლოდ გეოგრაფიულ ასპექტს. მისი თქმით, თავისუფლება არის უსაფრთხოების, ღირსების, თავისუფლების და შესაძლებლობების შეგრძნება.
”ევროპელობა არ გულისხმობს მხოლოდ გეოგრაფიულ ასპექტს, ეს დიდწილად არის უსაფრთხოების, ღირსების, თავისუფლების და შესაძლებლობების შეგრძნება. მთავარია, მოქალაქეებს შეუნარჩუნდეთ და მაქსიმალურად იყოს დაცული მათი ხელშეუვალი უფლებები”, – განმარტა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მიუხედავად გარკვეული შიდა თუ გარე პრობლემებისა, საქართველო წინ მიდის.
”2012 წლამდე რეჟიმები ივლებოდა, მაგრამ ეს ცვლილება არ ხდებოდა არჩევნების მეშვეობით. რაც უნდა გასაკვირი იყოს, 2012 წელს ქართველმა ხალხმა მიაღწია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას, რაც გაუტოლდა რეჟიმის ცვლილებას. 2012 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში თანასწორ გარემოში ჩატარდა ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნები. ამას მოჰყვება საპარლამენტო არჩევნებიც”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის გამოსვლის თარგმანს ტელეკომპანია ”იმედი” ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები