პრემიერი: მთელ რიგ ორგანიზაციებში გაწევრიანებით საქართველო გახდა ევროპული ქვეყნების ნაწილი

ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიულ ფესვებს და ვაძლიერებთ ცალკეულ მოქალაქეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთელ რიგ ორგანიზაციებში გაწევრიანებით საქართველო გახდა ევროპული ქვეყნების ნაწილი.
“დღესდღეობით, როცა ეჭვქვეშ დგას საზოგადო პოზიციები, საქართველომ უკვე გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი. ჩვენ, ჩვენი არჩევანი უკვე გავაკეთეთ. ჩვენ გამოვიარეთ დიდი გზა, თავისუფალი და ერთიანი ევროპისაკენ მიმავალ გზაზე. 1999 წლის აპრილში საქართველო გახდა ევროსაჭოს წევრი. რამდენიმე დაწესებულება, რომელიც გამოხატავს ევროპის ერთიანობას და თავისუფლებას, მათგან ერთ-ერთი არის ევროპის საბჭო. მთელ რიგ ორგანიზაციებში გაწევრიანებით საქართველო გახდა ევროპული ქვეყნების ნაწილი. ეს ეროვნული სტარტეგიის შესაბამისად განხორციელდა, თუმცა, იმავდროულად, ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიულ ფესვებს და ვაძლიერებთ ცალკეულ მოქალაქეებს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები