კასპიის ზღვაში მიწისძვრა მოხდა

კასპიის ზღვაში მიწისძვრა მოხდა. აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მისმა მაგნიტუდამ 4.2. შეადგინა. ამ ინფორმაციის მიხედვით, მიწისძვრა კასპიის ზღვის ცენტრალურ ნაწილში, 62 კილომეტრის სიღრმეში მოხდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არც აზერბაიჯანის, არც დაღესტნის საგანგებო სიტუაციათა სამსახურებს არ გაუვრცელებიათ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებმა 2016 ან 2017 წლებში დაღესტნის ტერიტორიაზე დამანგრეველი მიწისძვრის პროგნოზი გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები