შეხვედრების ციკლი: "ბავშვები მწერალთა სახლში"

 მწერალთა სახლი შეხვედრების ციკლის “ბავშვები მწერალთა სახლში”აგრძელებს. შეხვედრების მასპინძელი აპრილში გამომცემლობა “დიოგენე” იქნება. წიგნიერების წლის ფარგლებში მწერალთა სახლი და გამომცემლობა “დიოგენე” აპრილში იწვევს 6-დან 12 წლამდე ბავშვებს. გაიმართება შემდეგი სახის შეხვედრები: 29 მარტს გამომცემელ თამარ ლებანიძესთან შეხვედრაზე ბავშვები გამომცემლობა “დიოგენეს” თარგმნილ საბავშვო კლასიკას გაეცნობიან, 5 აპრილს საბავშვო პოეტი ვასილ გულეური საბავშვო პოეზიასა და საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრებს. ავტორი წაიკითხავს ლექსებს პატარებისთვის და მათ ,,დიოგენეში“ გამოცემულ საბავშვო კრებულებს წარუდგენს. 12 აპრილს საბავშვო წიგნების ილუსტრატორი ია გიგოლაშვილი ბავშვებს თავისივე დასურათებულ საბავშვო წიგნებს გააცნობს. ბავშვები მხატვართან ერთად შექმნიან ილუსტარციებს. 26 აპრილს საბავშვო მწერალი ლელა ცუცქირიძე ბავშვებს საკუთარ წიგნებს გააცნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები