დნეპროპეტროვსკში ქართველმა და უკრაინელმა არყის წარმოების არალეგალური საამქრო გახსნეს

უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში პროკურატურის თანაშრომლებმა არალეგალური საამქრო აღმოაჩინეს, სადაც არყის წარმოება ხდებოდა. გამოცემა „ინფორმატორის“ ცნობით, საამქროს მეპატრონეები ქართველი და უკრაინელი ბიზნესმენები იყვნენ. ფალსიფიცირებული არაყი. ე წ. პალიონკა შემდეგ დნეპროპეტროვსკის ოლქის მაღაზიებში იყიდებოდა. პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 1 200 ლიტრი ეთილის სპირტი, ასევე 1 700 ლიტრი „პალიონკა“ და მისი დამზადებისთვის აუცილებელი დანადგარები. შესაბამისი საბუთები პროკურატურამ სასამართლოს გადაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები