ხათუნა სამნიძე: „რესპუბლიკურ პარტიას“ არცერთ სხვა პარტიასთან მოლაპარაკება არ აქვს

„რესპუბლიკურ პარტიას“ არცერთ სხვა პარტიასთან მოლაპარაკებები ან დისკუსია არ აქვს, – ამის შესახებ „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ განუცხადა, სადაც შიდაპარტიული შეკრება გაიმართება.
„დღეს ვისაუბრებთ, როგორ ხედავენ ჩვენი პარტიის წევრები „რესპუბლიკური პარტიის“ პოზიციონირებას, ვისაუბრებთ მათ ხედვაზე, თუ როგორც ხედავენ თუნდაც იმ გზავნილებს, რომლითაც ჩვენ გვინდა ამომრჩეველს ვესაუბროთ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა სენაკში პარტიის 25 წევრის გადაწყვეტილებას, რომლებმაც „რესპუბლიკური პარტია“ დატოვეს. ხათუნა სამნიძის თქმით, მას აქვს ყველა ამ ადამიანის განცხადება ნანახი, სადაც წერია, რომ მათზე არავითარი ზეწოლა არ განხორციელებულა.
“ორგანიზაციიდან წევრები მიდიან და ასევე ორგანიზაციაში შემოდიან სხვადასხვა ადამიანები. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, როგორც სხვა ორგანიზაციებში ხდება, ორგანიზებულად რაიმე ერთი კონკრეტული მიზნის გამო 25 წევრი არ წასულა პარტიიდან, ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ აგრძელებს მუშაობას, სენაკში „რესპუბლიკურ პარტიას“ საკმაოდ ძლიერი წარმომადგენლობა ჰყავს, 150 წევრისგან შედგება ის და ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას. მე მაქვს 25-ვე წევრის განცხადება, სადაც ისინი ამბობენ, რომ მათზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და ეს იყო მათი პირადი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები