„ახალი მემარჯვენეები“ არჩევნებში მონაწილეობას ბლოკით ან ალიანსით მიიღებენ

„ახალი მემარჯვენეები“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად არ მიიღებენ. ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში მამუკა კაციტაძემ განაცხადა. მისი თქმით, მათი პარტნიორი ნებისმიერი პროდასავლური, მემარჯვენე და ცენტრისტი იქნება, ვინც ამას მოისურვებს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა ბლოკის ან ალიანსის სახით მივიღოთ. ჩვენ ვართ მემარჯვენეები და მკაფიო საგარეო პოლიტიკური კურსის მატარებელი სუბიექტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს მომავლის დანახვისთვის. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. პარტნიორების შერჩევასაც სწორედ ამ კუთხით დავიწყებთ“, – აღნიშნა კაციტაძემ „კვირას“ პრესკლუბში.
კითხვას, იქნებიან თუ არა მათი პარტნიორები ინტერპარტიული ჯგუფიდან ან ამჟამინდელი საპარლამენტო პოლიტიკური სუბიექტებიდან, კაციტაძემ უპასუხა, რომ, რა თქმა უნდა, იქნებიან:
„ჩვენი პარტნიორები შეიძლება ვეძებოთ როგორც ინტერპარტიულში, ისე ინტერპარტიულის გარეთ; როგორც პარლამენტში, ისე პარლამენტს გარეთ. ჩვენ გვინდა ასეთი ბლოკი შეიქმნას მყარი ფუნდამენტით. ვინც არის პროდასავლური, მემარჯვენე ან ცენტრისტი, ყველა ჩვენი პარტნიორია.“
მამუკა კაციტაძემ მინიშნება იმაზეც გააკეთა, თუ ვინ არ იქნება მათი პარტნიორი: „ერთადერთი, რასაც ამ კუთხით ვამბობთ, შემდეგია – ახლანდელი და ყოფილი ხელისუფლების ტვირთის ზიდვა ნამდვილად გაჭირდება.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები