ნოდარ ჯავახიშვილი: უმრავლეს შემთხვევაში „ნაციონალები“ „აბუნტებენ” კონკრეტულ ადამიანებს

როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში „ნაციონალები” ”აბუნტებენ” კონკრეტულ ადამიანებს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოში მოსახლეობის პროტესტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, თუ ეკოლოგიური პრობლემები სრულყოფილად არ იყო შესწავლილი და რაიმე სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, ეს დარღვევაა და მაშინ მოთხოვნა სამართლიანი იქნება.
“როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში ”ნაციონალები” ”აბუნტებენ” კონკრეტულ ადამიანებს, ეუბნებიან, რომ აგერ, ეს გზა ჩაკეტეთ იმიტომ, რომ ეკლესიამდე გზა არ უნდა გაკეთდეს. ან გადაკეტეთ და კვადრატულ მეტრში 10 დოლარი მოითხოვეთ, მაშინ როცა სამიც არ ღირს. ძალიან ხშირად ეს შემთხვევებია. მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვისაუბრო, რადგან არ ვარ დეტალურად საქმის კურსში, მაგრამ თუ ჟურნალისტებიც მიაქცევთ ამას ყურადღებას, ძალიან კარგი იქნება. ალბათ, გახსოვთ, რომ კახეთში გზები იკეტებოდა კონკრეტული ადამიანების, ანგაჟირებული მოსახლეობის ნაწილის მიერ. მერე აღმოჩნდა, რომ ვინც ამ ანგაჟირებას ახორციელებდა, მას საერთოდ ვენახიც და ვაზიც არ ჰქონია დარგული. ეს, სხვათა შორის, ჟურნალისტებმა „ასწიეს“ და მადლობა მათ, მაგრამ მერე, როგორც წესი, ეს მიმართულება არ გაავრცელეს. არ შეიძლება არც ჟურნალისტებმა, არც ოპოზიციამ, არც ხელისუფლებამ დემოგოგია ქვეყანაში წაახალისონ, ეს ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
ყაზბეგის რაიონის სოფელი ცდოში მოსახლეობა სოფლის შუაგულში 220-მეგავატიანი სიმძლავრის სადენების გაყვანას აპროტესტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები