ომარ ნიშნიანიძე იმერეთში მაჟორიტარობას „ქართული ოცნების“ სიით აპირებს

პარტია „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, მის „კონსტრევატორულ“ პარტიაში შესაძლო გადავლასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას „ქართული ოცნების“ პარტიული სიით აპირებს, ქუთაისის ერთ-ერთ ოლქში, სადაც თავად ცხოვრობს.
როგორც დეპუტატმა „კვირის“ პრესკლუბში დღეს განაცხადა, მას „ქართული ოცნებისთვის“ არასდროს უღალატია და არც მომავალში აპირებს ამას. „კონსერვატორებთან არავითარი მოლაპარაკებები არ მიმდინარობს, „ოცნებისთვის“ არასდროს მიღალატია და არც სადმე გადაბარგებას ვაპირებ. მსურს „ოცნების“ სიით ვიყარო კენჭი იმ უბანში, სადაც ვცხოვრობ. ამჟამად პარტიაში ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, ვიყრი თუ არა კენჭს ქუთაისში. გამარჯვების იმედი მაქვს“,- განაცხადა ნიშნიანიძემ.
მისივე აზრით, ერთადერთი პარტია, რომელსაც შეუძლია 2016 წლის საპარალამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოვიდეს, „ქართული ოცნებაა“. „დანარჩენებს შანსი არ აქვთ. რატომ უნდა ოპოზიციას ბარიერის დაწევა? ამას არ ვეთანხმები. ყველას გაუჭირდება ბარიერის გადალახვა, მათ შორის კოალიციაში შემავალ პარტიბს, თუმცა შანსი არსებობს“,- აცხადებს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები