ხმელთაშუა ზღვაში 16 აპრილის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა როდენობა 500-მდე გაიზარდა

ხმელთაშუა ზღვაში 16 აპრილს მიგრანტებით სავსე გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 500-მდე გაიზარდა. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილების სააგენტო იუწყება. გემი ლიბიიდან იტალიაში მიცურავდა. გადარჩენილი ადამიანების თქმით, კატარსტროფა იმის გამო მოხდა, რომ კონტრაბანდისტებმა ღია ზღვაში გემზე სხვა ნავზე მყოფი ადამიანების გადმოსხმა გადაწყვიტეს. ამ დროს გემი ამობრუნდა და ჩაიძირა. გაეროს ლტოლვილების სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვით ევროპაში 179 ათასი მიგრანტი ჩავიდა. მგზავრობის დროს 761 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები