დავით საგანელიძე: „ქართული ოცნება“ კოალიციის გარეშეც მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას

„საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ რეიტინგის ვარდნა სრულებით ბუნებრივი პროცესია, რადგან, როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ქვეყანას 4 ან 8 წლის განმავლობაში მართავს, მათ მიმართ მოსახლეობის მოთხოვნები მატულობს და ხელისუფლებისგან მეტს მოელიან.
როგორც დავით საგანელიძემ „კვირას“ პრესკლუბში დღეს განაცხადა, პარტია „ქართული ოცნება“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად, კოალიციის გარშეშეც მიღებს ხმების უმრავლესობას.
„ბუნებრივია, სახელმწიფოს მართვაში არსებობს ხარვეზები. ვერცერთი ხელისუფლება, დიქტატორული რეჟიმის გარდა, ვერ შეინარჩუნებს იმ რეიტინგს, რომლითაც არჩევნებს მოიგებს, რადგან ხალხს სჭირდება ცვლილებები და ახალი სახეები პოლიტიკაში. მატულობს მათი პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ, ეს ბუნებრივია დემოკრატიული საელმწიფოსთვის. “ქართულ ოცნებას” სერიოზული მუშაობა დასჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის კოალიციის გარეშე, დამოუკიდებლადაც მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას“, – განაცხადა საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები