დავით საგანელიძე პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. ამის შესახებ მან „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
„არცერთი ჩემი შეცდომის არ მრცხვენია, თუმცა მიმაჩნია, რომ ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული. მე ჩემი ვალი ამ მხრივ მოვიხადე და შემიძლია ჩემს საქმიანობას – ბიზნესს დავუბრუნდე“, – განაცხადა საგანელიძემ.
საგანელიძე ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების” სიაში ახალი სახეები იქნებიან. როგორც მან აღნიშნა, ის პოლიტსაბჭოს წევრია და პარტიის განვითარებაში აქტიურად მონაწილეობს.
“საუბარი “ოცნებასთან“ ყოველთვის გვაქვს, საარჩევნო სიაში იქნებიან ახალგაზრდები და ახალი სახეები. მე ვარ პოლიტსაბჭოს წევრი და პარტიას განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას ვღებულობ“, – განაცხადა საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები