ამერიკელმა სამხედრომ დანიის სკოლაში ტერაქტი აღკვეთა

ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ დანიის სკოლაში ტერაქტი აღკვეთა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს პენტაგონის წარმომადგენელმა სტივ უორენმა განუცხადა. უორენის თქმით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების კაპიტანმა ბრედლი გრიმმა მოიპოვა ინფორმაცია, რომლის მეშვეობით ტერაქტის აღკვეთა და ტერორისტების დაკავება გახდა შესაძლებელი. გრიმი ერაყის ანბარის პროვინციაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მსახურობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები