მექსიკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 105 დაშავდა. ინციდენტი სახელმწიფო ნავთობის კომპანია Pemex-ის ქარხანაში, საპორტო ქალაქ კოაცაკოალკოსში მოხდა. ასობით ადამიანი ევაკუირებულია, დახურულია ყველა ადგილმდებარე სკოლა და სასწავლო დაწესებულება. თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქების ხმა ათი კილომეტრის სიშორეზე ისმოდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს კვამლი, რომელიც რამდენიმე კილომეტრზე ადის.
13046285_10205850086642960_271943463_n
13081661_10205850086722962_1020642085_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები