ქაბულში სამშაბათს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა

სამშაბათს ქაბულში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა, 347 ადამიანი დაიჭრა. თავდაპირველად ინფორმაცია 30 დაღუპულის შესახებ გავრცელდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულთა უმეტესობა სამოქალაქო პირია. ტერაქტი ავღანეთის დედაქალაქის ცენტრში 19 აპრილს მოხდა. ტერორისტული შეტევა ქაბულის იმ რაიონში განხორციელდა, სადაც სამინისტროები, საელჩოები და ნატოს შტაბ-ბინა მდებარეობს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები