ტორბიორნ იაგლანდი დარწმუნებულია, რომ საქართველოში მედიის თავისუფალი და სამართლიანი მუშაობა უზრუნველყოფილი იქნება

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი დარწმუნებულია, რომ საქართველოში მედიის თავისუფალი და სამართლიანი მუშაობა უზრუნველყოფილი იქნება.
ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში საარჩევნო გარემოსა და მედიის მდგომარეობას ეხებოდა.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თქმით, პრემიერ-მინისტრისგან მიიღო ინფორმაცია დაგეგმილი არჩევნების შესახებ.
„მათ უკვე მოიწვიეს საერთაშორისო დამკვირვებლები ამ არჩევნებისთვის, მათ შორის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც დააკვირდებიან ხმის მიცემის პროცედურას არა მხოლოდ საარჩევნო უბნებზე, არამედ არჩევნებამდე პერიოდსაც.
დარწმუნებული ვარ და ყველა ფიქრობს, რომ მედიის თავისუფალი და სამართლიანი მუშაობა უზრუნველყოფილი იქნება”, – განაცხადა ტორბიორნ იაგლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები