გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებების საქართველოში გამართვა შესთავაზა

„საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, რომ მთიან ყარაბაღში მშვიდობა შენარჩუნდეს“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში ვიზიტისას ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით დარეგულირდება. პრემიერ-მინისტრმა კონფლიქტის მხარეებს შესთავაზა, მშვიდობიანი მოლაპარაკებები საქართველოში გამართონ.
“მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებისთანავე მე რამდენიმე განცხადება გავაკეთე და მხარი დავუჭირე, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას. ჩვენ დაინეტერსებულნი ვართ, რომ კავკასიაში მშვიდობა იყოს. ამ კონფლიქტს შეუძლია, მთელ რეგიონში უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახოს. ამიტომ ჩვენ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მთიან ყარაბაღში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული.
ამისთვის ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ საქართველო მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვის ადგილად. მოხარულნი ვართ, რომ ბოლო პერიოდში მთიან ყარაბაღში ვითარების დეესკალაციის ნიშნებია შესამჩნევი. ვიმედოვნებთ, რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანი გზით დარეგულირდება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები