“ევროსაბჭომ უნდა შეძლოს ყველა ინსტრუმენტის გამოყენება „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად“

ევროსაბჭოს სურს მხარდაჭერა, რათა მიიღოს წვდომა „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე,- ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც იაგლანდმა აღნიშნა, ევროსაბჭომ უნდა შეძლოს ყველა ინსტრუმენტის გამოყენება ამ რეგონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად.
“უახლოეს მომავალში ვგეგმავ საქართველოში ვიზიტს, რათა საქართველოს მთავრობასთან ერთად სამოქმედო გეგმის შესრულება დავიწყოთ. ეს სამოქმედო გეგმა საკმაოდ ყოვლისმომცველია და ითვალისწინებს საქართველოსა და ევროსაბჭოს ბოლო რამდენიმეწლიან ურთიერთობას, რომელიც სულ უფრო უმჯობესდება. ჩვენ კვლავ წელიწადში ორჯერ გამოვაქვეყნებთ ანგარიშს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით. ბოლო მოხსენების განხილვა ახლა მინისტრთა კომიტეტშია დაგეგმილი. ევროსაბჭოს სურს მხარდაჭერა, რათა მიიღოს წვდომა „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე. ამ მხრივ ჩვენ გარკვეული ზომების განხორციელებას ვგეგმავთ, რაშიც საქართველოს მთავრობა გვეხმარება. ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას. ევროსაბჭომ უნდა შეძლოს ყველა ინსტრუმენტის გამოყენება ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად. მათ იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მათ აქვთ უფლება, მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამრთლოს. მათ უნდა შეეძლოთ ამ ინსტრუმენტების გამოყენება“, -აღნიშნა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები