გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენთვის საუბარი ოპოზიციასთან უცხო არ არის
ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილი იმ შედეგით, რაც მიღწეულია, მაგრამ, მეორე მხრივ, არ შეიძლება დაინახო ის პროგრესი, რომელიც საქართველოშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ხვალ ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის სხდომაზე, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატია ვითარდება.
„ხვალ ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის სხდომაზე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატია ვითარდება. ჩვენთვის არ არის უცხო საუბარი ოპოზიციასთან. უკვე რამდენიმე თვეა მე არაერთი შეხვედრა მქონდა ოპოზიციის, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა, გავცემ ყველა კითხვას პასუხს, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილი იმ შედეგით, რაც მიღწეულია, მაგრამ, მეორე მხრივ, არ შეიძლება არ დაინახო ის პროგრესი, რომელიც საქართველოშია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.