ნორვეგიის სასამართლომ ანდრეს ბრეივიკის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
ნორვეგიის სასამართლომ ანდრეს ბრეივიკის სარჩელი, რომელმაც 2011 წელს 77 ადამიანი მოკლა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბრეივიკმა სასამართლოს ციხეში არაადამიანური პირობების გამო სარჩელით მიმართა. სარჩელი ნორვეგიის წინააღმდეგ ბრეივიკმა მიმდინარე წლის მარტში შეიტანა. მასში წერია, რომ „სრული იზოლაცია“ და „ურთიერთობის ნაკლებობა“ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას არღვევს. გარდა ამისა, ბრეივიკი აპროტესტებს, რომ ციხეში მისი პირადი ცხოვრების უფლებები ირღევვა, ვინაიდან ციხის პერსონალი მის სატელეფონო ზარებს უსმენს და ელექტრონული ფოსტის მიმოწერას აკონტროლებს.
ბრეივიკი ამჟამად სამარტოო საკანში იმყოფება, სადაც არის ერთი ოთახი, ცალკე კაბინეტი და სატრენაჟორო დარბაზი. საკანი ასევე მოწყობილია სველი წერტილით. ბრეივიკს აქვს ლეპტოპი და წვდომა ინტერნატთან.
შეგახsენებთ, რომ ანდრეს ბრეივიკმა ტერორისტული აქტი 2011 წლის 22 ივლისს მოაწყო. მან ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე, ახალგაზრდულ ბანაკში 77 ადამიანი, მათ შორის მოზარდები დახოცა. სროლის დროს 150-მა ადამიანმა ჭრილობა მიიღო. ბრეივიკს 21-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.