სტოლტენბერგი – რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას განაგრძობს
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამის შესახებ ნატოს გენმდივანმა „ნატო-რუსეთის“ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრის უდიდესი ნაწილი მოსკოვის პოლიტიკას ყირიმთან მიმართებაში და დონბასის ვითარებას შეეხო. „რუსეთი ცდილობს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ კონფლიქტს სამოქალაქო ომის კვალიფიკაცია მისცეს, მაგრამ ეს ასე არ არის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში 2015 წლის თებერვლიდან სამშვიდობო შეთანხმება მოქმედებს. მთლიანობაში ის სრულდება, მაგრამ მხარეები პერიოდულად ერთმანეთს დაბომბვებში ადანაშაულებენ. შეგახსენებთ, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ დღეს „ნატო-რუსეთის“ საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.