ევროკომისიამ უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების წინადადებით ევროპარლამენტს მიმართა
ევროკომისიამ ოფიციალურად მიმართა ევროპარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს წინადადებით უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ გასულ წელს ამ ორგანიზაციამ დაადასტურა უკრაინის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება და ევროკავშირის საბჭოს ამ საკითხის განხილვის წინადადებით მიმართა. კიევი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას 2011 წლიდან ასრულებს.