ფეისბუქის მომხმარებლები ფულის გამომუშავებას შეძლებენ

ფეისბუქის ხელმძღვანელობა ახალი სერვისების დამკვიდრებას გეგმავს, რომლის მეშვეობითაც სოციალური ქსელის მომხმარებლები საკუთარი პუბლიკაციებით თანხის გამომუშავებას შეძლებენ. გამოცემა The Verge-ს ინფორმაციით, ფეისბუქის წარმომადგენლებმა მომხმარებელთა შორის გამოკითხვა უკვე ჩაატარეს, რომლებსაც პოსტების მონეტიზაციისთვის მეტ-ნაკლებად საინტერესო ვარიანტები უნდა აერჩიათ. კერძოდ: „ჩაის ფული“, დაჯავშნილი კონტენტი ან ფეისბუქზე განთავსებული რეკლამიდან შემოსავლის ნაწილი. სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ასევე გამოკითხვა ჩაატარა დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შორის. გამოკითხულებს შესთავაზეს, აზრი გამოეთქვათ ღილაკის – „მოწვევა მოქმედებისთვის“ შესახებ. პირველი ფუნქციის მეშვეობით ხელმომწერები შემოწირულობების გაკეთებას შეძლებენ. მეორის მეშვეობით კი ადამიანებს დაპოსტილი ტექსტით ფულის გამომუშავების შესაძლებლობა ექნებათ. როდის დაემატება ეს ფუნქციები ფეისბუქს, დაზუსტებით ცნობილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები