პროექტი “კინო სკოლაში“

   ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით, საქართველოს 5 რეგიონში, საპილოტე პროექტის „კინო სკოლაში” განხორცილება დაიწყო. ინიციატივა მიზნად ისახავს, მოზარდ თაობაში კინოხელოვნების პოპულარიზაციას, ანალიტიკური აზროვნებისა და ესთეტიკური აღქმის უნარის განვითარებას. ასევე ახალ თაობაში კინოს სფეროში ცნობიერების ამაღლებას. პროექტის მხარდამჭერია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საერთაშორისო ორგანიზაციის PH international -თან თანამშრომლობით ხორციელდება.
საპილოტე პროექტისთვის შეირჩა 40 სკოლა საქართველოს 5 რეგიონში: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხთა-თიანეთი, იმერეთი, აჭარა. 3 თვის განმავლობაში უფროსკლასელებისთვის (მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები) კვირაში ერთხელ ქართული და მსოფლიო კინემატოგრაფის კლასიკური ნიმუშების ჩვენება გაიმართება. ფილმები შერჩეულ იქნა პროფესიონალებთან (კინომცოდნე, ფსიქოლოგი, განათლების ექსპერტი) კონსულტაციის შედეგად.
სურვილის შემთხვევაში ასევე შესაძლებელია გაიმართოს თანამედროვე წარმატებული ქართული ფილმების ჩვენებაც. 3 თვის განმავლობაში 12 ლექციიან კურსს სკოლებში 20 კინოპროფესიონალი გაუძღვება, რომლებმაც მოსამზადებლად სპეციალური ტრეინინგი გაიარეს და ფილმის ჩვენების შემდგომ კლასებში დისკუსიებს გამართავენ. ასევე პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მოსწავლეების ცოცხალ კინოპროცესებში ჩართვა – კინოსცენარზე მუშაობა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები