ჯგუფ "იბერის" გასტროლი ბალტიისპირეთში

  ფოლკლორული ჯგუფი იბერი “Elwood Muusik ltd” ესტონეთიდან და გერმანიის JV-Promotion-ის მიწვევითა და ორგანიზებით ტურნეს გასამართად ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში მიემგზავრება. ჯგუფი ოთხ კონცერტს გამართავს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ერთობლივი კონცერტი ლატვიის ქალაქ ოგრეს ქალთა გუნდ „რასასთან“ ერთად, ხოლო 9 აპრილს კონცერტი ტარტუში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წლისთავს მიეძღვნება. კონცერტები: 4 აპრილს, ლიტვის მუსიკის თეატრში, 5 აპრილს – ვილნიუსში, წმ. კატარინას ტაძარში, 6 აპრილს – ოგრეს კულტურის ცენტრში და 9 აპრილს ესტონეთის ტარტუს რატუშაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები