დუბაიში ქართველის მკვლელობის ახალი დეტალები – ვის შეხვდნენ ტრაგედიამდე ქუთაისელი გოგონები

„კვირამ“ დუბაიაში ქართველი გოგონას მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია. მკვლელობის ერთადერთი მოწმე საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ამ დრომდე დუბაის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. საზარელ შემთხვევამდე, ქართველი გოგონები არაბ ახალგაზრდა მამაკაცს შეხვდნენ.
დუბაიში მოკლულ ქართველ გოგონას მისივე მეგობარი, ფიქრია გ-ძე ახლდა. იზოლატორში მყოფ ქართველს თარჯიმანი ჰყავს და მისი დაკითხვა ინტენსიურად მიმდინარეობს. 25 წლის ნინის ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია მოთავსებული.

როგორც „კვირას“ ფიქრია გ-ძის დეიდაშვილმა, თ.-მ განუცხადა, 25 წლის ნინის მკვლელობა 13 აპრილს გამთენიისას, დაახლოებით 4-5 საათზე მოხდა. 12992339_10153629147734779_1066408059_n
ნინი და ფიქრია ორივე ქუთაისელები არიან. ნინი დუბაიში უკვე მეორედ, რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. მას იქ ფიქრია დახვდა. ნინი კლუბში მუშაობდა, ფიქრია კი – რესტორანში. რესტორანი და კლუბი გვერდიგვერდ არის. ტრაგედიის დილით, გოგოები, სამსახურის დასრულების შემდეგ შეხვედრაზე წავიდნენ.
„13 აპრილს, გამთენიისას, ფიქრია და ნინო ერთი ბიჭის სანახავად წავიდნენ. ეს ბიჭი არაბია, რომელიც ნინის შეყვარებული იყო. მან ის ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა ნინი დუბაიში პირველად ჩავიდა. თუმცა, დაშორდნენ. არაბი ეჭვიანი იყო. ნინი დუბაიში მეორედ ჩავიდა. იმ დილით გოგონები ტაქსში ჩასხდნენ და ერთ-ერთ გაჩერებაზე ტაქსიდან გადმოვიდნენ. ნინი ბიჭთან სალაპარაკოდ მივიდა. რადგან დუბაიში ძალიან ცხელა, გაჩერებებზე კონდიციონერებია დამოტაჟებული. ფიქრია მეორე მხარეს, გაჩერების უკან იდგა. ფიქრიამ დაინახა, რომ ეს ბიჭი მარტო გამოვიდა და მარტო წავიდა. ის ნინის ელოდებოდა, მაგრამ არ ჩანდა. ნინი იგვიანებდა. ფიქრია მეორე მხარეს გადავიდა და ნინის ძებნა დაუწყო. ნინი ძირს ეგდო, ნაცემი. გონება დაკარგული ჰქონდა. არ ვიცი, სასწრაფო ვინ გამოიძახა. ფიქრია დაკავებული ჰყავთ, მაგრამ „კაპეზეზე“, ან ციხეში არ არის. ის ყოველ საათ-ნახევარში დაკითხვაზე გაჰყავთ. იგი მკვლელობის ერთადერთი მოწმეა. როგორც გავიგე, ნინის საქართველოში გადმოსვენებისთვის 8 000 დოლარია საჭირო. ოჯახს ამის ფინანსური საშუალება არ აქვს. სანამ საგამოძიებო მოქმდებები არ დასრულდება, მგონი, გადმოსვენებაც ვერ მოხერხდება. იქ ძალიან მკაცრი კანონებია“, – ამბობს დაკავებული ქართველის ნათესავი.
მისივე თქმით, ფიქრია გ-ძეს პირადობის დამასტურებელი მოწმობა დაკარგული აქვს.
მის ვიზას ვადა 20 მაისს ეწურება. იგი საქართველოში 20 მაისამდე უნდა დაბრუნებულიყო.
„ფიქრია საქართველოში 20 მაისამდე უნდა ჩამოსულიყო. პასპორტიც დაკარგული აქვს. თუმცა, საზღვრის გადაკვეთისას დაფიქსირებულია, რომ მას პასპორტი ჰქონდა და ვიზა 20 მაისს უთავდებოდა. რადგან არც პასპორტი გააჩნია, კიდევ ამიტომაც ჰყავთ დაკავებული. ქალმა, რომელიც ფიქრიას ახლა თარჯიმნად ჰყავს, გაუკეთა ვიზაც. ვფიქრობ, სანამ საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, ფიქრიას საქართველოში არ გამოუშვებენ“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ფიქრია გ-ძის ნათესავი.
აღსანიშნავია, რომ ფიქრია გ-ძის დედა ემიგრანტია და ათენში იმყოფება. 13015014_10205821052637128_1652442470_n

„კვირა“ დუბაიში მოკლული გოგონას რამდენიმე მეგობარს ქუთაისში დაუკავშირდა, თუმცა უმრავლესობას ამ საკითხზე საუბარი არ სურს. ერთადერთი, ვინც 25 წლის ნინოს შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა, ნინის მეგობარი კობა ფარტენაძეა.
კობა ფარტენაძის ინფორმაციით, ნინო დუბაიში დიდი ხანია იმყოფება. ის პერიოდულად საქართველოში მშობლებისა და შვილის სანახავად ჩამოდიოდა. დაახლოებით 20 დღის წინ ერთი კვირით ქუთაისში იყო ჩამოსული. ოჯახს იქიდან არჩენდა.
„როგორც ვიცი, ნინო დუბაიში ფიქრიასთან წავიდა. ჩვენ მასზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. მასთან ხშირი კონტაქტი ჰქონდა. ეს ფეისბუქიდანაც კარგად ჩანს.
ჩვენი ინფორმაციით, რაც შევძელით, გაგვეგო, ისაა, რომ ტრაგედიის დღეს ისინი ერთად იყვნენ და კონფლიქტი ფიქრიას მოუვიდა, ნინო კი მას ეხმარებოდა. ასევე გვაქვს ინფორმაცია, როდესაც ნინო საავადმყოფოში გადაიყვანეს, ცოცხალი იყო და შემდეგ გარდაიცვალა.
ინფორმაციას ფიქრიას დაკავების შესახებ კი ვერ დავადასტურებ, რადგან, ეს ვიცი. ვიცით, რომ ფიქრიამ მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში იმყოფება.
ნინო ძალიან მხიარული გოგონა იყო, თუმცა საკმაოდ სევდიანიც. ყველაფერი გულთან მიჰქონდა. ნინო საკმაოდ კომუნიკაბელური იყო. მას არც ენობრივი ბარიერი ჰქონდა. უცხოეთში ცხოვრობდა და ბევრად უკეთ გრძნობდა თავს საზღვარგარეთ, ვიდრე საქართველოში. მეუღლეს დაშორდა. ქმართან ურთიერთობა წლებია არ ჰქონია. 6 წლის გოგონა ჰყავდა და მშობლები ზრდიდნენ“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას დუბაიში მოკლული ნინი ს-ის მეგობარი. 13045626_10153629147714779_168399841_n
შეგახსენებთ, რომ დუბაიში, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.
არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ დუბაის ერთ-ერთი ავტობუსის გაჩერების სიახლოვეს ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. სააგენტო Gulf News-ის ცნობით, დაღუპული 25 წლის საქართველოს მოქალაქეა. გამოძიების ინფორმაციით, დაღუპული სასტიკად არის ნაცემი, შემდეგ ის გააუპატიურეს და მოკლეს.
გაერთიანებული საემიროების გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქალის დაღუპვის შესახებ პოლიციას მასთან ერთად მყოფმა ქალმა აცნობა, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.
არის თუ არა დაკავებული არაბი მამაკაცი, რომელსაც ნინო შეხვდა, ამ დრომდე უცნობია.
„კვირა“ ამ თემაზე მუშაობს აგრძელებს და მკითხველს დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შევთავაზებთ.
თავდაპირველი წყარო იხილეთ ლინკზე
http://gulfnews.com/news/uae/courts/naked-body-of-woman-found-near-dubai-courts-1.1712382

  საშა გაგნიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები