ევროპარლამენტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს მაისში განიხილავს

საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. პროცესის ტექნიკური მხარე სრულად შესრულებულია და საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ზაფხულში იქნება მიღებული, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა სტრასბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შეთანხმება, სავარაუდოდ, მომავალ თვეში შედგება. როგორც კომისია გვაუწყებს, ტექნიკური დეტალები პრაქტიკულად შესრულებულია და, სავარაუდოდ, ზაფხულის შესვენებამდე, ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ვფიქრობ, ძირითადი დაბრკოლებები აღარ არსებობს” – განაცხადა ელმარ ბლოკმა.
ევროკომისარმა განაცხადა, რომ ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც უვიზო მიმოსვლის საკითხი შეიძლება განვიხილოთ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში იმყოფება, სადაც ის ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. დისკუსიების მთავარი თემებია: საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელება და ამ პროცესში ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები