26 მაისს ჰეიდარ ალიევის ცენტრი და ბაქოს ოლიმპიური სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდება

26 მაისს ჰეიდარ ალიევის ცენტრი და ბაქოს ოლიმპიური სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მანამდე კი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

მიღებაზე შესრულდა საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნები. გამოიფინა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეროვნული სამოსი და სამკაულები. ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, დღეს ჰეიდარ ალიევის ცენტრში საზეიმო კონცერტი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები