გია აბაშიძე: ამერიკელ პროკურორზე, სამართალდამცველზე თავდასხმის ნებისმიერი ფორმა ისჯება მძიმედ და პოლიტიკური სპეკულაციები გამორიცხულია, ეს უნდა კარგად შეიგნონ მულტი-ფსევდო “ნაცებმა” – ქართველ პოლიციელზე თუ პოლიტიკოსზე თავდამსხმელის ჰეროიზაციის მცდელობა ამორალურია და ვერასდროს გახდება მისაღები
“ამერიკელ პროკურორზე, სამართალდამცველზე თავდასხმის ნებისმიერი ფორმა არ მიიჩნევა ე.წ. გამოხატვის თავისუფლად, ისჯება მძიმედ და ასეთ კანონდარღვევაზეც პოლიტიკური სპეკულაციები გამორიცხულია,” – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომელიც ეხმიანება აშშ-ში, პროკურორისთვის შეფურთხების გამო ქალის დაკავებას.
აბაშიძის განცხადებით, ქართველ პოლიციელზე და პოლიტიკოსზე თავდამსხმელის ჰეროიზაციის მცდელობა ამორალურია და ქართული საზოგადოებისთვისაც ვერასდროს გახდება მისაღები.
“ამერიკელ პროკურორზე, სამართალდამცველზე თავდასხმის ნებისმიერი ფორმა არ მიიჩნევა ე.წ. გამოხატვის თავისუფლად, ისჯება მძიმედ და ასეთ კანონდარღვევაზეც პოლიტიკური სპეკულაციები გამორიცხულია, ეს უნდა კარგად შეიგნონ მულტი-ფსევდო “ნაცებმა”!
აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელმაც პროკურორს ინტერვიუს მსვლელობისას შეურაცხყოფა მიაყენა.
ქართველ პოლიციელზე თუ პოლიტიკოსზე თავდამსხმელის ჰეროიზაციის მცდელობა ამორალურია და ვერასდროს გახდება მისაღები ჩვენი საზოგადოებისთვის.” – წერს გია აბაშიძე.