ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ წაბლანაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს
ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ წაბლანაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში აშენდება ერთსართულიანი შენობა, მოეწყობა ეზო, საძინებლები, სათამაშო ოთახები, სამზარეულო, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, რისთვისაც მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.
“ამ ეტაპისთვის დასრულებულია ფერდსამაგრი კედლებისა და საძირკვლის მოწყობის სამუშაოები. მიმდინარეობს ფილისა და სვეტების მოწყობა. მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს
მშენებლობის პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ ვახტანგ ბერიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო,”- ნათქვამია ინფორმაციაში.