AXIOS: დონალდ ტრამპმა და მარკო რუბიომ სამიზნეში ამოიღეს „დიფ სთეითი“
დონალდ ტრამპმა და მარკო რუბიომ სამიზნეში ამოიღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს „დიფ სთეითი“, – ამის შესახებ გამოცემა AXIOS წერს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მასშტაბური რესტრუქტურიზაცია განახორციელეს, შეამცირეს მისი ზომა და მისი უფლებამოსილებების დიდი ნაწილი სახელმწიფო დეპარტამენტსა და თავდაცვის სამინისტროს გადასცეს.
ტრამპის თეთრი სახლი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უაღრესად ბიუროკრატიულ ორგანოდ მიიჩნევს, რომელიც ძველი ჩინოვნიკებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც პრეზიდენტის შეხედულებებს არ იზიარებენ.
„ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის „დიფ სთეითის“ უკიდურესი გამოვლინება. ეს არის მარკო რუბიო „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ. ჩვენ „დიფ სთეითს“ ვანადგურებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.