თამთა მეგრელიშვილი: ამერიკაში კანონის დამრღვევის მიმართ სათანადო ღონისძიების გაწევა აუცილებელია და ქართულ სინამდვილეში იგივე ქმედება მედიის შევიწროებად ითარგმნება – ასე არ გამოვა, კანონი ყველგან კანონია და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობაა მისი დაცვა
“ქალმა მოქმედ პროკურორს შეაფურთხა და ის ამისთვის დააპატიმრეს. არავის პიროვნული ინტერესი არ აქვს სამართალდამრღვევის მიმართ უბრალოდ კანონი მოითხოვს კანონდამრღვევის დასჯას და შესაბამისი სამსახური ამას ასრულებს და ამერიკაში არავის აზრადაც არ მოსდის კანონდამრღვევი გაამართლოს და მით უფრო ქუჩაში პროტესტის ნიშნად გამოვიდეს,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მეგრელიშვილი პარალელს ავლებს მზია ამაღლობელის საქმესთან და აცხადებს, რომ აშშ-ში თუ კანონის დამრღვევის მიმართ სათანადო ღონისძიების გატარება აუცილებელია, იგივე ქმედება საქართველოში რატომღაც დემოკრატიის ღალატად და მედიის შევიწროებად ითარგმნება.
მისივე თქმით, ამერიკა თუ სამართლებრივი სახელმწიფოა, საქართველოს რატომ უნდა ეშინოდეს კანონის დაცვის და საკუთარი სუვერენიტეტი სხვის მონობად რატომ უნდა დათმოს.
“ქალმა მოქმედ პროკურორს შეაფურთხა და ის ამისთვის დააპატიმრეს. არავის პიროვნული ინტერესი არ აქვს სამართალდამრღვევის მიმართ უბრალოდ კანონი მოითხოვს კანონდამრღვევის დასჯას და შესაბამისი სამსახური ამას ასრულებს და ამერიკაში არავის აზრადაც არ მოსდის კანონდამრღვევი გაამართლოს და მით უფრო ქუჩაში პროტესტის ნიშნად გამოვიდეს. ბათუმში მზია ამაღლობელმა სილაა გააწნა პოლიციელს და ის დააპატიმრეს.
ამაზე მთელი ნაც-გიენები გაგიჟდნენ და სასამართლო პროცესზე გერმანიის ელჩიც დაასწრეს -“შეხედეთ რას უშვრება ხელისუფლება მედიის წარმომადგენელსო”. ამერიკაში კანონის დამრღვევის მიმართ სათანადო ღონისძიების გაწევა აუცილებელია და ქართულ სინამდვილეში იგივე ქმედება, ანუ კანონის დაცვა დემოკრატიის ღალატია და მედიის შევიწროებად ითარგმნება.
ამერიკა სამართლებრივი სახელმწიფოა და საქართველო ის სახელმწიფოა რომელმაც საკუთარი სუვერენიტეტი სხვის მონობად უნდა დათმოს და კანონის დაცვის ეშინოდეს?!
არა, ასე არ გამოვა, კანონი ყველგან კანონია და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობაა მისი დაცვა, რა მასშტაბისა და ისტორიისაც არ უნდა იყოს ქვეყანა ყველა სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის დაცვის აუცილებლობის წესი მოქმედებს.” – წერს თამთა მეგრელიშვილი.