ლევან მაჭავარიანი: ზურაბიშვილი ისევ აგრძელებს სამწუხაროდ, სახლობანას თამაშს და ისევ მიაჩნია, რომ იგია პრეზიდენტი და აღლუმი უნდა ჩაიბაროს

“ზურაბიშვილი ისევ აგრძელებს სამწუხაროდ, სახლობანას თამაშს და ისევ მიაჩნია, რომ იგია პრეზიდენტი და აღლუმი უნდა ჩაიბაროს,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„რადიკალები ღიად, მოურიდებლად პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა, ქვეყნის არევა, რადიკალიზაცია. ბატონი გედევან ფოფხაძის განცხადება ვნახე, ქალბატონი კორსის გზავნილის შემდეგ, სულ რამდენიმე საათში, რომ მსხვერპლი არის საჭირო. ქალბატონი ზურაბიშვილი ისევ აგრძელებს სამწუხაროდ, სახლობანას თამაშს და ისევ მიაჩნია, რომ იგია პრეზიდენტი და აღლუმი უნდა ჩაიბაროს. თუმცა, ეს ღიმილის მომგვრელია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ოპოზიციამ 26 მაისისთვის აქცია დააანონსა. რამდენიმე ლიდერი ძალადობრივ სცენარზე საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები