დავით ჩიხელიძე: დასავლეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედებით გვანებივრებს, აშშ-ში პოლიციამ დააკავა აქტივისტი, რომელმაც ინტერვიუს დროს პროკურორს შეაფურთხა – აშშ-ში კრიმინალად შერაცხილი შეფურთხება, საქართველოში გამოხატვის თავისუფლებად რატომ მიიჩნევა?
“დასავლეთი, ორმაგი სტანდარტით მოქმედებით გვანებივრებს, აშშ-ში პოლიციამ დააკავა აქტივისტი, რომელმაც ინტერვიუს დროს პროკურორს შეაფურთხა. აშშ-ში კრიმინალად შერაცხილი შეფურთხება, საქართველოში გამოხატვის თავისუფლებად რატომ მიიჩნევა?”- ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს და ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალას აქვეყნებს.
მისივე თქმით, დასავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დიპლომატთა სიჩუმე, ხოლო საქართველოს შემთხვევაში დიპლომატთა ყეფა, მათი ორმაგი სტანდარტის შეფასების კარგი ინდიკატორია.
„დასავლეთი, ორმაგი სტანდარტით მოქმედებით გვანებივრებს, აშშ-ში პოლიციამ დააკავა აქტივისტი, რომელმაც ინტერვიუს დროს პროკურორს შეაფურთხა. აშშ-ში კრიმინალად შერაცხილი შეფურთხება, საქართველოში გამოხატვის თავისუფლებად რატომ მიიჩნევა? კოლექტიური დასავლეთი, საქართველოში მოლოტოვის სროლას და პოლიციელზე ხელით შეხებას არ იმჩნევს, თავიანთ ქვეყნებში კი ადამიანს შეფურთხების გამო იჭერენ!
ვერ ვხედავ გერმანიის და ევროკავშირის ელჩის შეფასებას, ამერიკაში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით… დასავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დიპლომატთა სიჩუმე, ხოლო საქართველოს შემთხვევაში დიპლომატთა ყეფა, მათი ორმაგი სტანდარტის შეფასების კარგი ინდიკატორია, ისინი საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ, სხვის თვალში კი ბეწვსაც ამჩნევენ“,- წერს დავით ჩიხელიძე.