გივი მიქანაძე: ყველა პარტნიორი ცალსახად აღნიშნავს, რომ საქართველო იყო, არის და დარჩება ნატოს ძალიან ღირებულ და მნიშვნელოვან პარტნიორად

“ხვალ ჩვენ შევხვდებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, რომელთანაც განვიხილავთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს,” – ამის შესახებ „ქრონიკას“ ამერიკიდან ჩართვისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განუცხადა.

„ყველა პარტნიორი ცალსახად აღნიშნავს, რომ საქართველო იყო, არის და დარჩება ნატოს ძალიან ღირებულ და მნიშვნელოვან პარტნიორად და ცალსახად ყველა ერთხმად აფიქსირებს, საქართველოს მხარდაჭერას მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებას, რაც რა თქმა უნდა, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს ჩვენი დელეგაციის ამ ღონისძიებაში მონაწილეობის თვალსაზრისით.

ხვალ ჩვენ შევხვდებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, რომელთანაც განვიხილავთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. ყველა ეს შეხვედრა ემსახურება როგორც თანამშრომლობის შემდგომ, კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადასვლას, ასევე ემსახურება იმ ინფორმაციის გაზიარებას, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ სწორად და პირველწყაროდან იყოს მიწოდებული საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში 22-26 მაისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის საგაზაფხულო სესია იმართება. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციას გივი მიქანაძე ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები