ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ოპერის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრს ესტუმრა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. მოინახულა სცენის შიდა სივრცე, საორკესტრო ორმო, მთავარი დარბაზი, ლოჟები, უკვე დასრულებული სარეპეტიციო დარბაზი, საგამოფენო სივრცე და ე.წ. წითელი და სარკეებიანი დარბაზები. ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრებს შეხვდა და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სარემონტო სამუშაოები 2010 წლის იანვარში დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს შენობის მოპირკეთება მარმარილოთი, ბაზალტით, გრანიტით, კერამიკული ფილებით. უკვე დასრულებულია საგრიმიორო და ორკესტრის ოთახები, ასევე დიდი სარეპეტიციო დარბაზი. ოპერისა და ბალეტის თეატრის სარემონტო სამუშაოების დასრულება 2014 წლის ოქტომბრისთვის იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები