მიხეილ სააკაშვილი: ოდესის ახლანდელი მერი ახალგაზრდა ასლან აბაშიძის რეინკარნაციაა
“ოდესის მერი, ერთი შეხედვით ჰგავს ასლან აბაშიძეს“ – ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში ოდესის ოლქისა და ასლან აბაშიძის დროინდელი აჭარის შედარებისას განაცხადა. მისი თქმით, ოდესის ახლანდელი მერი ახალგაზრდა ასლან აბაშიძის რეინკარნაციაა.
“ოდესის მერი, ერთი შეხედვით ჰგავს ასლან აბაშიძეს, მანერებით, ლაპარაკით, გეგონება ახალგაზრდა ასლან აბაშიძის რეინკარანაციაა. რეალურად პრობლემა ისაა, რომ ამ ოლქშია სეპარატიზმი. პირველად ჩემ ჩასვლასთან ერთად, ჩემი ჯგუფის ჩასვლასთან ერთად, უკრაინის ხელისუფლებამ იმ ოლქში დაიწყო დამკვიდრება, რომელიც დაახლოებით ისევე ჰქონდა დაკავებული, როგორც საქართველოს – აჭარა 2004 წელს. ხშირად, ხალხს არ ახსოვს ხოლმე, მაგრამ აჭარა ჩვენ დავიბურნეთ, აჭარა წასული იყო”, – აღნიშნავს გუბერნატორი.