მურმან ჯინორიას მონო-სპექტაკლი „ქარი მწყურია მე პირდაპირი“

  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში – ყვარელში, დუშეთში, ახალციხეში, საჩხერესა და ვანში მურმან ჯინორიას მონო-სპექტაკლი „ქარი მწყურია მე პირდაპირი“ დაიდგმება. მურმან ჯინორიას მონო-სპექტაკლი უკვე იხილეს ყვარლის რაიონში მცხოვრებმა თეატრის მოყვარულებმა. 27 მარტს სპექტაკლი დაიდგმება დუშეთის კულტურის სახლში, 31 მარტს – ახალციხის ქართულ თეატრში, 2 აპრილს – საჩხერის კინო თეატრში, 8 აპრილს კი ვანის კულტურის ცენტრში.

„სპექტაკლი, რომელიც შოთას, ილიას აკაკის და გალაკტიონის მშობლიურ რაიონულ ცენტრებში იდგმება, ოთხი პირობითი ნაწილისგან,- წელიწადის დროთაგან შედგება და ყველა მათგანში ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებია შესული. ყოველი სეზონი სხვადასხვა ხასიათისა და სტილის ავტორების შემოქმედებასთან ასოცირდება. გაზაფხული – ტერენტი გრანელთან, ზაფხული – გურამ რჩეულიშვილთან, შემოდგომა ტატო ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ტიციან ტაბიძის, ლადო ასათიანის, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილისა და ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებას აერთიანებს. ზამთარი კი მსახიობისთვის გალაკტიონ ტაბიძესთან ასოცირდება. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება და ინიცირებულია შპს „გულანის“ დირექტორის გურამ გორდეზიანის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები