ესპანეთში „ზიკას“ ვირუსის 88 შემთხვევა დაფიქსირდა

ესპანეთში „ზიკას“ ვირუსის 88 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, გასულ კვირას დაავადებულთა რაოდენობა 24-ით გაიზარდა. მათგან 11 ორსული ქალია. ინფიცირებულების ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. რაც შეეხება ორსულ ქალებს, დაავადება საფრთხეს უქმნის ნაყოფს, რადგანაც შეიძლება ახალშობილში მიკროცეფალია გამოიწვიოს. ყველა დაავადებული ესპანეთში იმ ქვეყნებიდან ჩავიდა, რომლებშიც ეპიდემია მძვინვარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები