ერაყში კოალიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ სამეთაურო ცენტრები გაანადგურა

კოალიციური ძალების ავიაციამ ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ 4 სამეთაურო პუნქტი გაანადგურა. შეტევა ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაციის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ცენტრია. ამჟამად ერაყის შეიარაღებული ძალები კოალიციის ავიაციის დახმარებით მოსულის ალყაში მოქცევას ცდილობენ და ქალაქისთვის უმძიმესი ბრძოლისთვის ემზადებიან. როგორც ერაყში ვიზიტისას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟაკ ივ დრიანმა განაცხადა, მოსულის აღების ოპერაცია წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მისი განცხადებით, წლის ბოლომდე ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება რეალური ამოცანაა, თუმცა საკმაოდ რთული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები