„თალიბანი“ ამერიკულ ჯარზე შეტევას იწყებს
ავღანეთში მოქმედმა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ამერიკული ჯარის წინააღმდეგ შეტევის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ბოევიკები“ აცხადებენ, რომ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მასშტაბური შეტევები მზადდება. ამ აქციას თალიბები „ომარის ოპერაციას“ უწოდებენ. ის „თალიბანის“ დამფუძნებლის, მოლა ომარის სახელს ატარებს, რომელიც გასულ წელს დაიღუპა. ავღანეთის მთავრობა ცდილობს, თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკება აწარმოოს. გასულ კვირას ქაბულში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი იმყოფებოდა, რომელმაც მოუწოდა „თალიბანს“, რომ ამ დაჯგუფებამ ავღანეთის მთავრობასთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოს.