თურქეთი მთიანი ყარაბაღის საკითხზე სპეციალური ჯგუფის შექმნას უჭერს მხარს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად ,გაეროს რეზოლუციებზე დაყრდნობით და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში, კოლეგებს საკონტაქტო ჯგუფის შესაქმნელად მოუწოდა. ეს განცხადება მინისტრმა სტამბოლში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელების სხდომაზე გააკეთა.
„აუცილებელია ყარაბაღის პრობლემა, უსწრაფეს ვადაში, გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის, მისი სუვერენიტეტის პრინციპებზე დაყრდნობით და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მოვაგვაროთ. ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის მხრიდან ინიციატივაა აუცილებელი. ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად მიმაჩნია მთიანი ყარაბაღის თემაზე საკონტაქტო ჯგუფის შექმნა ორგანიზაციის ფარგლებში“, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ სიტუაცია მთიან ყარაბაღში 2 აპრილის ღამეს გამძაფრდა. დაიწყო სისხლიანი შეტაკებები, რის შემდეგაც მხარეებმა ერთმანეთი სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები