ავსტრიისა და იტალიის საზღვარზე რეჟიმი 1 ივნისამდე გამკაცრდება
ბრენეროს პუნქტზე, ავსტრიისა და იტალიის საზღვარზე, გამშვები რეჟიმის გამკაცრება ძალაში არაუგვიანეს 1 ივნისისამდე შევა. თუმცა ზუსტი თარიღი შემოსული მიგრანტების რაოდენობაზე და გამყოფი ნაგებობების მშენებლობის ტემპზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა ჰანს პეტერ დოსკოცილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 აპრილს, ავსტრიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სასაზღვრო პუნქტ ბრენეროსთან, ავსტრიისა და იტალიის საზღვრის მონაკვეთზე გამყოფი კონსტრუქციების მშენებლობა დაიწყო. სავარაუდოდ, ნაგებობა 250 მეტრის სიგრძის იქნება და, იტალიიდან მიგრანტების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, მთავარ ავტოტრასას და ადგილობრივი მნიშვნელობის გზას გადაკეტავს.