თურქულმა არტილერიამ სირიაში „ისლამურ სახელმწიფოს“ დარტყმა მიაყენა

თურქულმა არტილერიამ სირიაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს დარტყმა მიაყენა. უცხოური მედიის ცნობით, სროლა ამ წუთებშიც გრძელდება. საუბარია სირიის 4 სოფელზე, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად საზღვრებთან ახლოსაა განლაგებული.
შეგახსენებთ, რომ არმიის მიერ დაჯგუფების მანამდე მონიშნული სამიზნეები განადგურებულია. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბოევიკები“ მუდმივად იცვლიან ადგილსამყოფელს და დანადგარების დისლოკაციას.
11 აპრილის საღამოს და 12 აპრილის დილას სირიის ტერიტორიიდან გაშვებული 7 რეაქტიული ნაღმმტყორცნი ჭურვი თურქეთის ქალაქ კილისის ცენტრში აფეთქდა. თურქეთის არტილერიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა. სროლისას კილისის 8 მოსახლე დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები