სირიაში რუსული ვერტმფრენი ჩამოვარდა
სირიის ქალაქ ჰომსთან რუსული უახლესი სამხედრო ვერტმფრენი „მი-28“ ჩამოვარდა. ვერტმფრენი სირიაში განლაგებულ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა. ორივე პილოტი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა და მისი მიმართულებით ცეცხლი არ გახსნილა. შვეულმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე მისული იყო ოპერატიული ჯგუფი, რომელმაც დაღუპული პილოტების ცხედრები ბაზაზე გადაასვენა. ამ ინციდენტის შემდეგ სირიაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, რვა ადამიანს შეადგენს.