ოფშორული სკანდალის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერი პარლამენტში მოხსენებით გამოვიდა

ოფშირული სკანდალის, ე.წ. პანამის დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი პარლამენტში მოხსენებით გამოვიდა. მან საგადასახადო კანონმდებლობის გამკაცრების პირობა დადო, რათა გადასახადებისგან თავის არიდების შესაძლებლობა არავის ჰქონდეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ცნობისთვის, „პანამის დოკუმენტებში“ დევიდ კემერონის მამის სახელიც ფიგურირებს. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ წარმომადგენელთა პალატაში კემერონი თავისი გამოსვლით ამ თემისგან ყურადღების გადატანას ცდილობდა, მაგრამ ეს მოხსენება პრემიერის ნამდვილ დაკითხვად გადაიქცა, სადაც დეპუტატები მას ფინანსური მაქინაციების შესახებ საკმაოდ არასასიამოვნო კითხვებს უსვამდნენ. საპარლამენტო სხდომა საკმაოდ ხმაურიანად წარიმართა. ერთ-ერთმა დეპუტატმა კემერონს „გაიძვერა დევიდიც“ კი უწოდა და ამისთვის სხდომათა დარბაზიდან გაძევებული იყო. ოპოზიციამ კემერონი სიცრუეში დაადანაშაულა. პრემიერმა კი აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა გადასახადებისგან თავის არიდების წინააღმდეგ ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებებს განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები