გურამ დოჩანაშვილის 75 წლის იუბილე

   26 მარტს, 19 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილის დაბადებიდან 75 წლის იუბილე აღინიშნება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იქნება გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, რომლის რეჟისორი ზურაბ კანდელაკია. სპექტაკლს დაესწრებიან: თავად მწერალი გურამ დოჩანაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მარგიშვილი, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მოწვეული სტუმრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები