აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია, – ამის შესახებ მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება 5 აპრილს, 12 საათზე შედგა და ამჟამად მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზად არის, ყარაბაღთან დაკავშირებით მოლაპარაკება აწარმოოს სომხეთის მხრიდან ცერცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის შემთხვევაში. თავის მხრივ, ოფიციალური ერევანი აცხადებდა, რომ სამშვიდობო შეთანხმებას მხარს უჭერს, მაგრამ ამისთვის შესაბამისი მექანიზმების უნდა შემუშავდეს. დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები